მდინარაძე კობახიძეს: არ მინახავს შენზე უღალატო, მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი
"ირაკლი, მე არ მინახავს და არ წარმომიდგენია შენზე უღალატო, შენზე მართალი, პატიოსანი, გულანთებული და სამშობლოს მოყვარული ადამიანი. შესაბამისად, ამ ბრძოლაში და ყველა ბრძოლაში,სადაც არ უნდა წახვიდე, ჩვენ ყველანი მოგყვებით ბოლომდე", - ამ სიტყვებით მიმართა ფრაქცია „ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, ირაკლი კობახიძეს.
მამუკა მდინარაძე მიმართავს კობახიძეს და ჰპირდება, რომ "ყველანი მოგყვებით ბოლომდე".
ვილაპარაკოთ იმაზე, რა დაემართა ოპოზიციას. მაშინ, როდესაც ერთის მხრივ „ქართულ ოცნებაში“ ასე გადალაგდა ამბები, რომ ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა, საპატიო თავმჯდომარე გახდა ჩვენი პარტიის, ირაკლი კობახიძე პრემიერობის კანდიდატია და ირაკლი ღარიბაშვილი პარტიის თავმჯდომარეა. ამათმა ამის საპირისპიროდ ის მოიფიქრეს, რომ „ნაცმოძრაობა“ გახდა კონსტრუქციული, ცხვრის ქურქში გაეხვია და ლეღვის ფოთლად აიფარა გახარიების და „ლელოს“ კრებული“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.