"თავს გრძნობს სარკასტულად" - პრეზიდენტი პრემიერად კობახიძის დანიშვნას გამოეხმაურა
სალომე ზურაბიშვილი პრემიერად ირაკლი კობახიძის დამტკიცებას სოციალურ ქსელში ნიკო ნიკოლაძის ციტატით ეხმაურება. პირად გვერდზე პრეზიდენტი სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ თავს "სარკასტულად" გრძნობს.
ჩინოვნიკები, რომლებიც მეოთხედი საუკუნის მანძილზე შეუცვლელად სხედან ერთსა და იმავე თანამდებობაზე, ყოველი ახალი გუბერნატორის დანიშვაზე აცხადებენ, რომ ის "ერთადერთია", "ასეთი ჯერ არ ყოფილა","არწივია", "ადამიანი კი არა, ანგელოზია" და ა.შ. და როგორც კი ამ არწივს სხვა თანამდებობაზე გადაიყვანენ და გამოჩნდება განსხვავებული ხასიათის მისი შემცვლელი, ჩინოვნიკები ამ უკანასკნელზე აცხადებენ "ერთადერთი", "არწივი", და ა.შ. ჩუმად მიანიშნებენ იმაზე, რომ '"ადრინდელი" შორს იყო ასეთი სრულყოფისაგან ....
16 თებერვალი .....1890 !!!!!
ნიკო ნიკოლაძე (თხზულებანი, ტომი X)" - წერს სალომე ზურაბიშვილი.
პრემიერად ირაკლი კობახიძე პარლამენტმა რამდენიმე წუთის წინ აირჩია. ნდობა გამოუცხადეს ასევე მთავრობას, სადაც ერთადერთი მინისტრია შეცვლილი - ჯუანშერ ბურჭულაძე თავდაცვის მინსიტრად ირაკლი ჩიქოვანმა ჩაანაცვლა.