მყისიერად გადავალთ სამუშაო რეჟიმზე - კობახიძის პირველი კომენტარი პრემიერის რანგში

08.02.24 23:05
მყისიერად გადავალთ სამუშაო რეჟიმზე - კობახიძის პირველი კომენტარი პრემიერის რანგში

"სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას", - ეს განცხადება ირაკლი კობახიძემ პრემიერად არჩევის შემდეგ გააკეთა. როგორც კობახიძე ამბობს სამუშაო რეჟიმზე "მყისიერად" გადავა. 

მთავრობის მეთაურის თანამდებობის დაკავება არის თვისებრივად განსხვავებული სივრცე, განსხვავებული სფერო საქმიანობის, არის დიდი პასუხისმგებლობა და, რა თქმა უნდა, სათანადოდ მოვეკიდები ამ პასუხისმგებლობას. რა თქმა უნდა, ახლო მომავალში, მყისიერად გადავალთ უკვე სამუშაო რეჟიმზე. ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დასაწყებია მუშაობა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ სათანადო პასუხისმგებლობით გაგრძელდება მუშაობა ყველა იმ ამოცანაზე, რომელიც დგას ჩვენი ქვეყნის წინაშე, საქართველოს მთავრობის წინაშე," - თქვა კობახიძემ.

მსგავსი სიახლეები