რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის, ჯერჯერობით, არ მიუღწევია - პუტინი
ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებისთვის, ჯერჯერობით, არ მიუღწევია. ამის შესახებ მან ამერიკელ ჟურნალისტთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში განაცხადა.
„არა, ჩვენ ჯერ ვერ მივაღწიეთ დასახულ მიზნებს, რადგან ერთ-ერთი მიზანი დენაციფიკაციაა. ეს ეხება ყველა ნეონაცისტური მოძრაობის აკრძალვას. ეს არის ერთ-ერთი პრობლემა, რომელსაც ჩვენ განვიხილავდით სტამბოლში მიმდინარე მოლაპარაკებების პროცესში“, - განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა.
კითხვაზე, რას გულისხმობს დენაციფიკაციაში, პუტინმა უპასუხა :
უნდა მოვიშოროთ ის ადამიანები, რომლებმაც მიატოვეს ცხოვრება და ცდილობენ შეინარჩუნონ ნაციზმის თეორია და პრაქტიკა, - თქვა პუტინმა.