ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია, მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 - სვლა - კობახიძე
მიიღებს თუ არა ახალი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის რჩევებს? - კობახიძე ამბობს, რომ ოლიგარქის რჩევები მისთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია. პრემიერი-მინისტრის თქმით,ივანიშვილი პოლიტიკაში ნამდვილი გროსმაისტერია, რომელსაც წინდაწინ 15-20 სვლის გათვლა შეუძლია. ამის შესახებ მან ჟრნალისტებთან ისაუბრა.
სტატუსის მიხედვითაც თქვენ იცით, როგორია ჩვენი საწესდებო ჩანაწერი.
ბიძინა ივანიშვილი არის არა მხოლოდ ჩემი, როგორც პარტიის ერთ-ერთი წარმომადგენლის, არამედ პარტიის მთავარი პოლიტიკური მრჩეველი. მისი რჩევები თითოეული ჩვენგანისთვის, პირადად ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
არაერთხელ მითქვამს და კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პოლიტიკაში ის არის ნამდვილი გროსმაისტერი. მას შეუძლია, წინასწარ გათვალოს 10, 15, 20 - სვლა, ასეთია მისი შესაძლებლობები პოლიტიკაში, არა მარტო პოლიტიკაში, მაგრამ კონკრეტულად პოლიტიკაზე ვსაუბრობ, შესაბამისად, მისი რჩევები ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია“, – განაცხადა კობახიძემ.