"ეროვნული მიზნის გარეშემო გაერთიანება მნიშვნელოვანია" - ნიკა მელია პრეზიდენტის სასახლეში მივიდა
კონსულტაციების მესამე დღე პრეზიდენტის სასახლეში - ამ წუთებში ათონელის რეზიდენციაში ნიკა მელიაა იმყოფება. "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე სალომე ზურაბიშვილს პირისპირ ესაუბრება. მელია საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს გაუზიარებს საკუთარ ხედვებს, თუ როგორ შეიძლება ქვეყანამ ევრორეკომენდაციები შეასრულოს და რა როლი შეიძლება ჰქონდეს ამ პროცესში ოპოზიციას.
პრეზიდენტის რეზიდენციაში შესვლამდე ნიკა მელიამ მედიასთან მოკლე კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, 9 დათქმის შესრულებასთან დაკავშირებით მიზანი იმდენად ეროვნულია, რომ მნიშვნელოვანია, დაპირისპირებულმა პარტიებმა კონსესუსი გამონახონ და გაერთიანდნენ.
მიზანი იმდენად ეროვნულია, რომელიც გულისხმობს ევროპულ პერსპექტივას, რმ აქ საუბარი კონსოლიდაციასა და გაერთიანებაზე არის აუცილებელი საერთო ეროვნული ინტერესის გარშემო. მაშინ რა გინდა პოლიტიკაში თუ ამ მნიშნელოვანი საკითხის გარშემო შენ ვერ ახერხებ თუნდაც კონსესუსის გამონახვას ნებისმიერ შენთვის პერსონალურად მიუღებელ ადამიანთანაც კი. ჩემთვის არ არსებობენ მიუღებელნი იქ, სადაც დგას ქართველი ხალხის ა ქვეყნის ინტერესი. არ არსებობს ახლა აქ არც ივანიშვილი, ბუნებრივია, არც კეზერაშვილი, არც კობახიძე, არც ღარიბაშვილი, არსებობს ერთადერთი, ქართველი ხალხის ინტერესი, რომელიც მე პირადად, მინდა ავსახო ჩემს პოლიტიკურ საქმიანობაში და მინდა, ვიყო მათი წარმომადგენელი და ახლა, თუ პირადად კეზერაშვილიც იჯდება ამ შეხვედრაზე, ის არ დაჯდეს ამ შეხვედრაზე, მე რატომ უნდა ვთქვა უარი სახელმწიფო ინტერესზე? არსებობს ქვეყანაში შანსი, მიმდინარე წელს კორუმპირებული ოლიგარქიული ხელისუფლების დამარცხების შემდეგ გატარდეს ძალიან სწორი დასავლური რეფორმები. როდესაც ხელის გაწვდენის მანძილზე გაქვს ასეთი პერსპექტივა, იმიტომ, რომ ვიღაცამ ფული გამოიმუშავოს, ისიც ქართველი ხალხის ხარჯზე და ეს ვიღაცა, ამ შემთხვევაში, არის ივანიშვილი, ამას თუ უნდა გავაყოლოთ ჩვენი ისტორიული პერპსექტივა, ბუნებრივია, ამას არცერთი პასუხისმგებლიანი ოპოზიციონერი პოლიტიკოსი არ აუშვებს, - ამბობს ნიკა მელია.
მელიას გარდა, სალომე ზურაბიშვილი საპრეზიდენტო სასახლეში დღეს ოპოზიციიის სხვა ლიდერებსაც ელოდება.
შეგახსენებთ, რომ რამენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით გაერთიანების პლატოფრმის შექმნა დააანონსა. უკვე მესამე დღეა პრეზიენტი სასახლეში ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უკვე განაცხადა უარი "ქართულმა ოცნებამ".