სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება "ოცნების" მიმართ, არ მაინტერესებს - კალაძე

09.02.24 11:11
სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება "ოცნების" მიმართ, არ მაინტერესებს - კალაძე

თბილისის მერის, კაახ კალაძესთვის სალომე ზურაბიშვილის აზრს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს,რ ადგან ფიქრობ, რომს აქართველოს პრეზიდენტის განცხადებებს არანაირი გავლენა არ აქვს საზოგადოებაზე.

სალომე ზურაბიშვილის დამოკიდებულება "ოცნების" მიმართ, გულწრფელად გითხრათ, არ მაინტერესებს. ჩემთვის მთავარი არის ხალხის დამოკიდებულება და ჩვენი მოსახლეობის დამოკიდებულება იმ პარტიის მიმართ, რომელიც დღეს ხელისუფლებას წარმოადგენს და რატომ წარმოადგენს ხელისუფლებას, იმიტომ, რომ საზოგადოებაში ყველაზე მაღალი მხარდაჭერა აქვს და სალომე ზურაბიშვილი რას ფიქრობს პარტიაზე, გულწრფელად ვამბობ, ყოველგვარი რაღაცების გარეშე, რომ ჩემთვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ქალბატონ სალომეს თუ რა გავლენა აქვს საზოგადოებაზე, ეს გამჩნდა არჩევნებზე, როდესაც ის იღებდა მონაწილეობას", - აცხადებს კახა კალაძე.

სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას ხელი მოწერა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქვეყანას სჭირდება პრემიერი, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დროულად აღმოუჩინონ დახმარება. პრეზიდენტმა იმპიჩმენტის საქმის მთავარ მომჩივანს ღარიბაშილის სავარძლისკენ მიმავალი გზაც გაუმარტივა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კი ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით გამოეხმაურა.

ირაკლი კობახიძის დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს საქართველოს მთავრობაში. ღარიბაშვილის ადგილმონაცლე პრემიერი ოფიციალურად გახდა. "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის რჩეული ერთპარტიულად  და 84 ხმით დაამტკიცა. 

მსგავსი სიახლეები