მე მესმის პრეზიდენტის გადაწყვეტილების - დეკანოიძე კობახიძის დანიშვნაზე
"ევროოპტიმისტების" წევრს, ხატია დეკანოიძეს ესმის, თუ რატომ მოაწერა ხელი საქართველოს პრეზიდენტმა ხელი ირაკლი კობახიძის პრემიერად დანიშვნის გადაწყვეტილებას.
მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ნამდვილად არ გაუთანაბრდებოდა ირაკლი კობახიძეს ამ სიტუაციაში, მიუხედავად მოწყობილი იმპიჩმენტისა.
მაშინ როდესაც იმპიჩმენტი მოუწყვეს საქართველოს პრეზიდენტს, აქ ყველაფერი გასაგები იყო და საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია იყო ძალიან სწორი და მე ვფიქრობ, რომ ამ დაპირისპირებაში სალომე ზურაბიშვილის უპირატესობა იყო აშკარა. ამიტომ, მე არ ვფიქრობ, რომ ის რაღაცნაირად გაუთანაბრდებოდა ირაკლი კობახიძეს ამ სიტუაციაში. ასე რომ მე მესმის ამ გადაწყვეტილების და მათ შორის, სტიქიასთან ბრძოლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ტრიბუნასთან საუბრობ ერთს და შედეგები არის სხვა, აი ამ კონტექსტში, ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია საზოგადოებას აჩვენოს, როგორი იქნება მისი პირველი ნაბიჯები", - განაცხადა დეკანოიძემ.
სალომე ზურაბიშვილმა ირაკლი კობახიძის გაპრემიერებას ხელი მოწერა. პრეზიდენტი ფიქრობს, რომ ქვეყანას სჭირდება პრემიერი, რათა სტიქიის შედეგად დაზარალებულებს დროულად აღმოუჩინონ დახმარება. პრეზიდენტმა იმპიჩმენტის საქმის მთავარ მომჩივანს ღარიბაშილის სავარძლისკენ მიმავალი გზაც გაუმარტივა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს კი ნიკო ნიკოლაძის სიტყვებით გამოეხმაურა.
ირაკლი კობახიძის დღეს პირველი სამუშაო დღე აქვს საქართველოს მთავრობაში. ღარიბაშვილის ადგილმონაცლე პრემიერი ოფიციალურად გახდა. "ქართულმა ოცნებამ" ივანიშვილის რჩეული ერთპარტიულად და 84 ხმით დაამტკიცა.