"წყალში ვდგავართ", "სანიაღვრე სჭირდება" - სტიქია შიდა ქართლში

09.02.24 12:17
"წყალში ვდგავართ", "სანიაღვრე სჭირდება" - სტიქია შიდა ქართლში

სტიქიის მესამე დღე ხაშურში - ხალხი დახმარებას ითხოვს. უხვი ნალექის გამო, დატბორილია სახლები და საკარმიდამო ნაკვეთები. დილიდან მოსახლეობა საკუთარი ძალებით ცდილობს წყლის შენობებიდან ამოტუმბვას.

წყალში ვდგავართ, დაბლა სართული გაფუჭდა. ყოველ წელიწადს ასეა, გადმოდის წყალი, ვერ ატარებს, გასატარებელი რაც იყო, დადგეს შენობები ბაზართან და ვეღარ ატარებს და გადმოდის აქ... ბოსელშიც შევიდა, ძროხები მივიყვანე მერე აბანოში,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

სახლებში შემოვარდნილი ასეთი წყალდიდობა არ მინახავს არც მე და არც ჩემზე უფროსი თაობის ადამიანებს... სახურავები, ბინები დაზიანდა, დიდი მოცულობის წყალი მოვარდა,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მძიმე ვითარება სურამშიც. 40-მდე ოჯახი გეოლოგების დასკვნის მოლოდინშია. ზინდისის დასახლების მკვიდრებმა გასული ღამე ნათესავებთან და სასტუმორებში გაათენეს. ირკვევა, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას, ჯერ კიდევ წლების წინ ჰქონდაა ინფორმაცია შესაძლო მეწყრული პროცესების გააქტიურების შესახებ. 

თუმცა, მოსახლოების ევაკუაციისთვის არაფერი გაკეთებულა. დამეწყრილ ზინდისის დასახლებაში ამ დრომდე ქუჩები სილით არის სავსე და ხალხიც შეშინებულია.

ეზო სავსეა, გუშინ ვერ შევედი, უკანა მხარე მოწყვეტილია. გასაწმენდია, სილა წამოიღო, სილა და წყალია. სანიაღვრეები უნდა, რომ წყალი წავიდეს,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი. 

არ ვიცი რა იქნება, გაგვასახლებენ თუ არა. ეზო არის გასაწმენდი, სანამ მიწა გაჟღენთილია წყლით. ტექნიკა ვერ შევა, ჩაიფლობა ისეთია. სანიაღვრე სჭირდება, რომ მოიწუროს ეს წვიმის წყალი,“ - ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.

მსგავსი სიახლეები