ჩემი და ქალბატონი ზურაბიშვილის ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია - ნიკა მელია

09.02.24 13:26
ჩემი და ქალბატონი ზურაბიშვილის ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია - ნიკა მელია

ჩემი და ქალბატონი ზურაბიშვილის ხედვები ერთმანეთთან თანხვედრაშია, - ამის შესახებ პრეზიდენტის სასახლიდან გამოსულმა ნიკა მელიამ განაცხადა. პოლიტიკოსის თქმით, ზურაბიშვილთან შეხვედრაზე მართლმსაჯულების პრობლემის გადაჭრაზე და კორუფციის დამარცხების გზებზეც ისაუბრეს. 

ნიკა მელიამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ერთიანობას და მოლაპარაკებებში ჩართულობას ალტერნატივა არ აქვს. 

შესაძლებელია, დიდმა ნაწილმა ოპოზიციური სპექტრისა, საერთო ენა გამონახოს. რაც მოვისმინე ქალბატონი ზურაბიშვილისგან, მას აქვს ხედვა ისეთი, რომელიც თანხვედრაში მოდის, მაგალითად, ჩემს ხედვასთან, როგორ შეიძლება მართლმსაჯულებაში ტრადიციული პრობლემა გადაწყდეს, როგორ არის შესაძლებელი, კორუფცია დამარცხდეს. მე მივიღებ მონაწილეობას ყველა იმ პროცესში, რომელიც ემსახურება და მიზნად ისახავს სახელმწიფოდ ჩამოყალიბებას. არ მაინტერესებს ვინ იჯდება იმ მაგიდასთან. მე მაინტერესებს შედეგი, რომელიც უნდა მივიღოთ ამ მაგიდის გარშემო წარმოებული მოლაპარაკებებისა და მუშაობისა, - თქვა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით გაერთიანების პლატფორმის შექმნა დააანონსა. უკვე მესამე დღეა პრეზიდენტი სასახლეში ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უკვე განაცხადა უარი "ქართულმა ოცნებამ".

მსგავსი სიახლეები