ქობულეთში შუახნის კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

09.02.24 12:55
ქობულეთში შუახნის კაცი შშმ ქალზე სექსუალური ძალადობისთვის დააკავეს

ქობულეთში, შუახნის კაცი ახალგაზრდა შშმ ქალზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას ბათუმელები ავრცელებს.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით, რაც გულისხმობს სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით ქმედებას, რომელიც ჩადენილია ძალადობით, ძალადობის მუქარით ან დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით. დანაშაული ისჯება ექვსიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთით.

შემთხვევა დაახლოებით სამი დღის წინ მოხდა.

მსგავსი სიახლეები