"ორლულიანი თოფით 6-ჯერ გაისროლა, ხორცის გამყიდველი იქვე მოკლა" - რუსთავის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

09.02.24 13:03
"ორლულიანი თოფით 6-ჯერ გაისროლა, ხორცის გამყიდველი იქვე მოკლა" - რუსთავის ბაზარში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების დეტალები

ექვსი გასროლა, ოთხი მოკლული და ერთი დაჭრილი - რუსთავის ბაზარი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად იქცა. მიცვალებულები ჯერჯერობით "სტამბოლის ბაზრის" ტერიტორიაზე რჩებიან, რადგან ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ცოტა ხანში, სავარაუდოდ, მათ პირდაპირ ექსპერტიზაზე გადაასვენებენ. 

"პირველების" ინფორმაციით, ნათესავებს ბიზნესდავა ჰქონდათ და სწორედ შურისძიების მოტივით განახორციელა სროლა დანაშაულში მხილებულმა პირმა და გადაცხრილა მოვაჭრეები.

თვითმხილველები "პირველებთან" ამბობენ, რომ 35 წლამდე მამაკაცმა თავიდან ტერიტორია დატოვა, ის გაქცევას ცდილობდა, დანაშაულის იარაღი ბაზართან დატოვა და თავს ბაზართან არსებული ერთ-ერთი აფთიქის ქსელს აფარებდა. სწორედ იქ დააკავეს სამართალდამცველებმა დანაშაულში მხილებული პირი და ის ახლა პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

დიდი ორლულიანი თოფი ჰქონდა შემოტანილი, ისროდა უმისამართოდ. ექვსჯერ გაისროლა, დავინახე გვერდით ვედექი. ხორცის გამყიდველი კაცი იქვე მოკლა, პირველივე გასროლაზე დავარდა", - ამბობს ფაქტის შემსწრე.

ბაზარში ბიძასა და დაკავებულს შორის არსებულ კონფლიქტზე საუბობენ და ამბობენ, რომ 35 წლის მამაკაცი, რომელიც ბაზარში ხორცით ვაჭრობდა, ბიძამ სამსახურიდან გაუშვა, რის შემდეგაც კონფლიქტი დაიწყო. 

ერთად მუშაობდნენ, მერე გაუშვია ბიძას, ვერ მორიგდნენ ეტყობა რაღაცაზე. გულში ჩაუდია ეს წყენა ამა, უთქვამს, ამ საქმეს ასე არ დავტოვებო. სად იშოვა ის იარაღი არ ვიცი, მოსულა და ხალხი იქვე ადგილზე დაუხოცია. ერთი ტაქსისტია მოკლული, აქვე მუშაობს, ახალგაზრდა ბიძია, უსვრია და მოუკლია ადგილზე. ჩემი გოგო არის მოლარე მანდ, რომ შევვარდი მითხრა, დედიკო მკვლელი იყო ადგილზე, ყველა დავწექითო. აფთიაქთან დაუწერია იქ, აფთიაქში შევარდნილა", - ამბობს მოვაჭრე.

გარდაცვლილია დანაშაულში მხილებული კაცის ბიძა. მისი ბიძაშვილის გადარჩენას კი ექიმები ახლაც ცდილობენ. ბაზრობაზე სულ 4 ადამიანია მოკლული. ე. წ. სტამბოლის ბაზარი ამ წუთებშიც ყვითელი ლენტებით არის შემოსაზღვრული.

 

მსგავსი სიახლეები