რევაზ ჯაველიძე, ლერი ბარნაბიშვილი და ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციაში თანამდებობებს დატოვებენ

09.02.24 13:09
რევაზ ჯაველიძე, ლერი ბარნაბიშვილი და ნინო გიორგობიანი მთავრობის ადმინისტრაციაში თანამდებობებს დატოვებენ

საკადრო ცვლილებები მთავრობის ადმინისტრაციაში - "პირველების" ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი რევაზ ჯაველიძე იცვლება. მთავრობის ადმინისტრაციიდან უშვებენ ლერი ბარნაბიშვილს, რომელიც რეგიონებს კურირებდა.

ცვლილება შეეხება ასევე სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის უფროსს ნინო გიორგობიანს, რომელიც ირაკლი კობახიძის მთავრობაში გადასვლის შემდეგ დატოვებს თანამდებობას. სავარაუდოდ, გიორგობიანი ირაკლი ღარიბაშვილთან პარტიულ საქმიანობას გააგრძელებს.

 

მსგავსი სიახლეები