ნიკოლაძის თხზულებებით რომ გველაპარაკება, ამ დალოცვილმა ხომ უნდა გაშიფროს ოპოზიცია - ზარქუა პრეზიდენტზე

09.02.24 13:28
ნიკოლაძის თხზულებებით რომ გველაპარაკება, ამ დალოცვილმა ხომ უნდა გაშიფროს ოპოზიცია - ზარქუა პრეზიდენტზე

"ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, ისეთი, როგორიც არის კობახიძე - ღირსეული, აკადემიური, კომპეტენტური, პატრიოტი, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მყისიერად მოაწერა ხელი", - ამ განცხადებას "ქართული ოცნების" დეპუტატი ირაკლი ზარქუა აკეთებს.

ზარქუა პრეზიდენტის მიერ პრემიერად ირაკლი კობახიძის დასამტკიცებელ დოკუმენტზე ხელმოწერას ეხმაურება და ამბობს, რომ ამჯერად, მან სწორი გადაწყვეტილება მიიღო.

ქალბატონი სალომე ნიკო ნიკოლაძის თხზულებებით რომ გველაპარაკება და წაკითხული აქვს, ამ დალოცვილმა ხომ უნდა გაშიფროს ოპოზიცია, მაშინ რაებს კადრულობდა მის მიმართ და ახლა რომ დითირამბებს უმღერიან, აქ უნდა ამოიცნოს რეალობა.
ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, ისეთი, როგორიც არის კობახიძე - ღირსეული, აკადემიური, კომპეტენტური, პატრიოტი საკუთარი ქვეყნის და საკუთარი ხალხის მოყვარული, აქ ალტერნატივაც არ იყო, სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ მყისიერად მოაწერა ხელი,“ - ამბობს ზარქუა.

 

მსგავსი სიახლეები