ვისთან ერთად იბრძოლებს 2024 წლის არჩევნებზე? - ნიკა მელიას განმარტება
ვისთან ერთად იბრძოლებს 2024 წლის არჩევნებზე? - ნიკა მელია "პირველების" კითხვაზე კონკრეტულ პასუხს არ იძლევა, თუმცა ამბობს, რომ მოლაპარაკებებს, ფაქტობრივად, ყველა ოპოზიციურ ძალასთან აწარმოებს. მელიას თქმით, ვინ იქნებიან მის გუნდში, ცნობილი მალე გახდება.
"პირველებმა" პოლიტიკოსს კითხვა ნიკა მაჭუტაძესთან შესაძლო გაერთიანების შესახებაც დაუსვა, რაზეც მელიამ განმარტა, რომ ამ გაერთიანებას არ განიხილავს და ეს მხოლოდ ტექნიკური ხასიათის ერთობა იქნება. საუბარია საარჩევნო ნომრის გამოყენებაზე.
მნიშვნელოვანია, რომ "ქართული ოცნება" აღარ იყოს ხელისუფლებაში და "ქართული ოცნება" ჩანაცვლდეს წესიერი ხალხით დაკომპლექტებული ხელისუფლებით. ჩემთვის მნიშვნელოვანი ვერ და არ იქნება, რომ ივანიშვილი ჩანაცვლდეს, მათ შორის, მაგალითად, ჩანაცვლდეს კეზერაშვილის ინტერესით. მე ვფიქრობ, რომ გვარამიას აქტიური მონაწილეობა პოლიტიკაში არის მისასალმებელი. ნებისმიერი ტიპის ერთობა ვერ იქნება თვითმიზანი და მიზანი. ეს უნდა იყოს მიზნის მიღწევის შესაძლებლობა. ვაწარმოებ რამდენიმე არსებულ პოლიტიკურ პარტიასთან მოლაპარაკებას, ვისაც გააჩნია ტექნიკური შესაძლებლობა საარჩევნო ნომრის სახით, - ამბობს ნიკა მელია.