ბჟანია მოსკოვში ლავროვს და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება

09.02.24 13:47
ბჟანია მოსკოვში ლავროვს და სხვა მაღალჩინოსნებს ხვდება

აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ მოსკოვში, რუსეთის პრეზიდენტისა და მთავრობის ადმინისტრაციებში ოფიციალური შეხვედრები გამართა.

ასლან ბჟანია 8 თებერვალს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო რუსეთსა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ურთიერთობების განვითარების განხილვა.

ბჟანია მოსკოვში 30 იანვარს გაემგზავრა და რუსეთის სხვა მაღალჩინოსნებსაც შეხვდა.

ვიზიტის ფარგლებში ბჟანია პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და რუსეთის მთავრობის წარმომადგენლებსაც შეხვდა. მან შეხვედრები გამართა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილესთან, დმიტრი კოზაკთან, პრემიერ-მინისტრის მოადგილესთაბ ალექსანდრ ნოვაკთან, რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილესთან რაშიდ ნურგალიევთან, ეკონომიკური განვითარების მინისტრთან მაქსიმ რეშეტნიკოვთან, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან ელა პამფილოვასთან და ფედერალური საგადასახადო სამსახურის უფროსთან დანიილ ეგოროვთან.

შეხვედრების მონაწილეებმა განიხილეს „ორმხრივი თანამშრომლობა“ ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის სოციალურ-ეკონომიკურ, ენერგეტიკულ და სხვა სფეროებში.

 

მსგავსი სიახლეები