რატომ სთავაზობს ვენეციის კომისია საქართველოს წესს, რომელიც არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის? იმიტომ, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ მართავს ერთი კაცი - გოცირიძე

09.02.24 14:06
რატომ სთავაზობს ვენეციის კომისია საქართველოს წესს, რომელიც არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის? იმიტომ, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ მართავს ერთი კაცი -  გოცირიძე

რატომ სთავაზობს ვენეციის კომისია საქართველოს წესს, რომელიც არცერთ ევროპულ ქვეყანაში არ არის? იმიტომ, რომ არცერთ სხვა ქვეყანას არ მართავს ერთი კაცი, - ასე პასუხობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე "ოცნების" არგუმენტს, რომ არცერთ დასავლურ სახელმწიფოში ცესკოს მმართველობა მრავალპარტიული არ არის. 

რატომ არის საქართველო ერთადერთი, უნიკალური და გამონაკლისი, როდესაც ვენეციის კომისია გვთავაზობს ისეთს წესს, რომელიც არცერთ ქვეყანაში არ არის? იმიტომ გვთავაზობს, რომ არცერთ ქვეყანაში, ევროპის სახელმწიფოში, ერთი კაცი არ მართავს ქვეყანას, - თქვა გოცირიძემ. 

პარლამენტში ამ წუთებში ცესკოს კოექსში შესატან ცვლილებებზე მსჯელობენ. "ქართული ოცნება" აპირებს, დღეს მეორე მოსმენით  მხარი დაუჭიროს კანონს, რომელიც ცესკოში ერთპარტიულ მმართველობას უზრუნველყოფს. ხელისუფლებას გადაწყვეტილი აქვს, უარი თქვას ვენეციიის კომისიის რეკომენდაციებზე და ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ოპოზიციონერი წევრი ჩამოაშოროს. ივანიშვილის პარტია უფლებებს უზღუდავს სალომე ზურაბიშვილსაც. ანუ პრეზიდენტს აღარ ექნება უფლება, ცესკოს რჩეული წევრები პარლამენტს წარუდგინოს. 

მსგავსი სიახლეები