ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, პირველივე ას დღეში განვახორციელებთ ცვლილებებს და დაჩქარებული წესით შევიყვანთ ქვეყანას ევროკავშირში - ბოკუჩავა

09.02.24 13:59
ხელისუფლების ცვლილებისთანავე, ჩვენ ვპირდებით საზოგადოებას, პირველივე ას დღეში განვახორციელებთ ცვლილებებს და დაჩქარებული წესით შევიყვანთ ქვეყანას ევროკავშირში - ბოკუჩავა

„ევროკავშირის 9 დათქმაში ოთხჯერ არის ნახსენები ვენეციის კომისია. ვენეციის კომისიის მოსაზრება, რომელსაც ღიად უგულებელყოფს “ოცნება”, მნიშვნელოვანია  ევროკავშირისთვის და შესაბამისად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის და ამას ღიად უგულებელყოფს “ოცნება” იმ ცვლილებებით, რომელსაც მეორე მოსმენით იღებს დღეს საქართველოს პარლამენტი.“- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ბოკუჩავას თქმით, ეს ცხადყოფს, რომ იმას, რომ 9 რეკომენდაციის შესრულებას “ოცნება” არ აპირებს და ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება.

ბოკუჩავა ჰპირდება საზოგადოებას, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე, პირველივე ას დღეში განახორციელებენ ცვლილებებს და დაჩქარებული წესით მოხდება საქართველოს ევროკავშირში შეყვანა.

დარწმუნებული ვარ, რომ საზოგადოებას ახსოვს, რომ ევროკავშირის 9 დათქმაში, რომელიც წინა პირობაა ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების გასახსნელად, ოთხჯერ არის ნახსენები ვენეციის კომისია, იმდენად მნიშვნელოვანია ვენეციის კომისიის მოსაზრება ევროკავშირისთვის და შესაბამისად, საქართველოს ევროპული მომავლისთვის, რომელსაც ღიად უგულებელყოფს “ოცნება” იმ ცვლილებებით, რომელსაც მეორე მოსმენით იღებს დღეს საქართველოს პარლამენტი, რაც ცხადყოფს იმას, რომ 9 რეკომენდაციის  შესრულებას “ოცნება” არ აპირებს და ამისთვის აუცილებელია ხელისუფლების ცვლილება. დარწმუნებული ვარ, რომ ხელისუფლების ცვლილებისთანავე და ჩვენ ამას ვპირდებით საზოგადოებას, პირველივე ას დღეში განვახორციელებთ ყველა ცვლილებას იმისთვის, რომ სრულ შესაბამისობაში ვიყოთ 9 დათქმასთან და დაჩქარებული წესით შევიყვანთ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
 

მსგავსი სიახლეები