სააკაშვილი: 2007 წელს გადავდექი... არც გავრილოვის ღამის შემდეგ, არც 2021-22 წლებში არავის აუღია პასუხისმგებლობა

09.02.24 14:24
სააკაშვილი: 2007 წელს გადავდექი... არც გავრილოვის ღამის შემდეგ, არც 2021-22 წლებში არავის აუღია პასუხისმგებლობა

"ჩემი გასამართლება არის შეურაცხყოფა თითოეული ჩვენგანის.. ეს არის ეროვნული ღირსების შელახვა, რაც ხდება ამ დარბაზში, ეროვნული ღირსების შელახვაა, რაც ხდება ჩემ მიმართ და ამას მსოფლიო კარგად ხედავს," - ეს განცხადება საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო სხდომის დარბაზში ჩართვის დროს გააკეთა.

სააკაშვილი 7 ნოემბრის საქმეზე საუბრობს და ამბობს, რომ მან პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო და გადადგა, თუმცა, შედარებას აკეთებს 2019 წელთან, გავრილოვის ღამესთან, როდესაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა ხელისუფლებას არ აუღია, მითუმეტეს არც სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა არ დამდგარა არცერთი მაღალჩინოსნის.

რაც შეეხება დღევანდელ პროცესს - რა თქმა უნდა, არავის არ სჯერა და არც უნდა დაიჯეროს, რომ მე მართლაც მასამართლებენ 2007 წლის მოვლენებზე. სინამდვილეში, დემოკრატიული სახელმწიფოს ლიდერები არასდროს არავის არ გაუსამართლებია ასეთი აბსურდული ბრალდებებით. 2007 წელი იყო სიმბოლო რამდენიმეწლიანი ჰიბრიდულიო ომისა, კონკრეტული რუსი ოლიგარქის პატარკაციშვილის და კანონიერი ქურდების ჩართულობით,. ეს დადასტურებულია, ფედერალური ბიუროს მიერ გამოგზავნილ წერილში და ეს იყო იმის შეჩერების მცდელობა, რომ საქართველო არ ყოფილიყო წარმატებული რეფორმების გზაზე შეუქცევადად. 2007 წლის არეულობა მოხდა ბუქარესტის სამიტის წინა თვეებში... ეს არ არის რეალურად მიზეზი, რის გამოც მე აქ მასამართლებენ. 
ყველამ კარგად იცის, რომ 2007 წელს მე გადავდექი, ავიღე პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმიტომ, რომ იყო ბუნებრივი უკმაყოფილება რეფორმებით, იყო ხალხი, რომელიც გულწრფელად აპროტესტებდა ყველაფერს და ამ ხალხის წინაშე მე ავიღე პასუხისმგებლობა და არჩევნებით გავიმარჯვე და ქართველმა ხალხმა ვერდიქტი გამოიტანა.
არც 2019 წლის შემდეგ - გავრილოვის ღამის შემდეგ, არც 2021-2022 წლის შემდეგ არავის აუღია პასუხისმგებლობა იმაზე, რაც მოხდა და აღარ ვლაპარაკობ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაზე. ჩემი გასამართლება არის შეურაცხყოფა თითოეული ჩვენგანის.. ეს არის ეროვნული ღირსების შელახვა, რაც ხდება ამ დარბაზში, ეროვნული ღირსების შელახვაა, რაც ხდება ჩემ მიმართ და ამას მსოფლიო კარგად ხედავს,“ - ამბობს მიხეილ სააკაშვილი.

მსგავსი სიახლეები