ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ვიყო ბორდის თავმჯდომარე - სააკაშვილი
ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ვიყო ბორდის თავმჯდომარე - ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილი ამბობს, რომ კომიტეტში პარტიის ლიდერების გარდა საზოგადოებისთვის ცნობილი სახეებიც იქნებიან.
დაპატიმრებული პრეზიდენტი აანონსებს, რომ მომავალი არჩევნების დროს პოლიტიკური ბრძოლის წინა ხაზზე იქნება.
ვაპირებ, სათავეში ჩავუდგე "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს, ასე ვთქვათ ბორდს, ვიყო ამ ბორდის თავმჯდომარე, თუ ამას მხარს დაუჭერენ პარტიის რიგითი წევრები. ამ ბორდში შემოვლენ პარტიის ლიდერები, მაგრამ ასევე საზოგადოების აქტიური მოღვაწე და მე მზად ვარ, რომ ამ არჩევნებზე ვიყო აბსოლუტურად წინა ხაზზე პოლიტიკური ბრძოლის. იმიტომ, რომ აქ წყდება საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი. აქ წყდება საკითხი, საერთოდ გვექნება თუ არა მომავალი თუ ეს მომავალი უიმედოდ დაიკარგა.
მე მინდა ვთქვა, რომ ამ ბორდის ჩემი თავმჯდომარეობის თემაზე, პირველად არის, როცა უშუალოდ ვერთვები კამპანიაში, უშუალოდ ვერთვები, როგორც ნაციონალური მოძრაობა გამარჯვების პლატფორმის წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, მე ვრჩები უკრაინის მოქალაქედ, რა თქმა უნდა, ჩემთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - თქვა მიხეილ სააკაშვილმა", - ამბობს სააკაშვილი.