კეკელიძეზე გამოსახლებისას დაკავებული ირაკლი კაკაბაძე სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა
მწერალი ირაკლი კაკაბაძე, რომელიც 23 იანვარს, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე, ხატიაშვილების ოჯახის გამოსახლების დროს დააკავეს, თბილისის საქალაქო სასამართლომ 2 000 ლარით დააჯარიმა.
სასამართლომ კაკაბაძე სამართალდამრღვევად ცნო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით. მის მიმართ 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლით დაწყებული სამართალწარმოება კი შეწყდა.
კეკელიძის ქუჩაზე, სადაც ხალხი ხატიაშვილის ოჯახის სახლიდან გამოსახლებას აპროტესტებდა, მწერალი პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით დააკავეს.