"თუ EU-ს წევრობა გვინდა, უნდა ვიყოთ ერთიანები" - პრეზიდენტს ნინო ჩხობაძე და ლაშა ტუღუში ხვდებიან

09.02.24 15:33
"თუ EU-ს წევრობა გვინდა, უნდა ვიყოთ ერთიანები" - პრეზიდენტს ნინო ჩხობაძე და ლაშა ტუღუში ხვდებიან

საქართველოს პრეზიდენტი ამ წუთებში ლაშა ტუღუშს და ნინო ჩხობაძე ხვდება. ლაშა ტუღუშმა შეხვედრაზე შესვლამდე თქვა, რომ შეხვედრის თემის შესახებ ინფორმაციას არ ფლობს, ნინო ჩხობაძემ კი ერთობის პლატფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

თუ ჩვენ გვინდა, რომ ვიყოთ ევროკავშირის წევრები, ჩვენ უნდა ვიყოთ ძალიან ერთიანები ყველაფერში და ჩვენ არ უნდა დავყოთ საქართველო ორად, სამად და ოთხად. ერთიანობა არის ყველაზე მნიშნელოვანი და თან უნდა შევჯერდეთ, რომ კონსესუსს ევროკავშირთან გაერთიანებაზე სხვა ალტერნატივა არ გააჩნია. ნებისმიერი ასეთი ტიპის შეხვედრა, რომელიც გაერთიანებისთვის არის მნიშვნელოვანი, ჩემთვის პერსონალურად, როგორც ნინო ჩხობაძისთვის, როგორც საქართველოს მოქალაქისთვის არის მნიშვნელოვანი, - თქვა საქართველოს მწვანეთა მოძრაობის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში ევრორეკომენდაციების შესრულების კუთხით გაერთიანების პლატფორმის შექმნა დააანონსა. უკვე მესამე დღეა პრეზიდენტი სასახლეში ოპოზიციონერ ლიდერებთან კონსულტაციებს მართავს. ზურაბიშვილთან შეხვედრაზე უკვე განაცხადა უარი "ქართულმა ოცნებამ".

მსგავსი სიახლეები