ტელეკომპანია "პირველი" ბოდიშს იხდის ეთერში შეცდომით ნაჩვენები ფოტოს გამო
ტელეკომპანია პირველი ბოდიშს იხდის ეთერში შეცდომით ნაჩვენები ფოტოს გამო. რუსთავში მომხდარი მკვლელობის გაშუქების დროს ბრალდებულის ფოტო, რომელიც ეთერში იყო ნაჩვენები ეკუთვნის სხვა გიორგი ორველაშვილს.
„ტვ პირველი“ ბოდიშს იხდის დაშვებული შეცდომის გამო.
ფოტო ეთერში ჩვენებამდე, რუსთავის ბაზრობაზე მყოფ პირებთან გადამოწმდა და მათ დაგვიდასტურეს, თუმცა გამოშვებაში ჩვენების შემდეგ შეგვატყობინეს, რომ ნაჩვენები პირი სხვა ადამიანი იყო. ფოტო დაუყოვნებლივ მოიხსნა ეთერიდან და იმავე საინფორმაციო გამოშვებაში განთავსდა შესწორების განცხადებაც.