შიდა დაპირისპირებები არსებობს - ბოკუჩავა საკადრო წმენდაზე
"შიდა დაპირისპირებები არსებობს და არ ვიცი, ახალი პრემიერი რამდენად განახორციელებს წმენდას ადმინისტრაციაში," - ამ განცხადებას ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა აკეთებს.
ბოკუჩავა საკადრო წმენდას მთავრობის ადმინისტრაციაში არ გამორიცხავს, თუმცა ასევე ამბობს, რომ საზოგადოებას აინტერესებს რეალური ცვლილებები.
შიდა დაპირისპირებები არსებობს და არ ვიცი, ახალი პრემიერი რამდენად განახორციელებს წმენდას ადმინისტრაციაში, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს არსებითად მნიშვნელოვანი არ არის. სამთავრობო ცვლილებები და ასეთი ალბათ არ იქნება და თუნდაც საკადრო ცვლილებები მეასეხარისხოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, მთავარია ფუნდამენტური ცვლილებები,“ - ამბობს თინა ბოკუჩავა.