ღარიბაშვილის დანიშნული იქნება თუ კობახიძე დანიშნავს, რა შეიცვლება? - დაუშვილი საკადრო წმენდაზე
"ღარიბაშვილის დანიშნული იქნება თუ კობახიძე დანიშნავს, რა შეიცვლება - შესაკრებები რომ გადააადგილო, მაგით საბოლოო ჯამში, რამე შეგეცვლება?" - ამ განცხადებას საკადრო წმენდასთან დაკავშირებით პარტია "საქართველოსთვის" დეპუტატი მიხეილ დაუშვილი აკეთებს.
დაუშვილისთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს პრემიერად დანიშნული კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციაში ჩაატარებს თუ არა საკადრო წმენდას და გაუშვებს თუ არა ღარიბაშვილის კადრებს.
ასე გავიგე მე, რომ არ შეცვალა სხვა მინისტრებიო და ჩემი აზრით, არ შეაცვლევინა, თვითონ დიდი ალბათობით, ენდომებოდა, რომ შეეცვალა, მაგრამ ჩემთვის მაგას მნიშვნელობა არ აქვს. არ შეცვალა, არ შეაცვლევინეს, შეაცვლევინებენ, არ შეაცვლევინებენ უახლოეს მომავალში, არსებითად არაფერი არ შეიცვლება. იქ ღარიბაშვილის დანიშნული იქნება თუ კობახიძე დანიშნავს, რა შეიცვლება - შესაკრებები რომ გადააადგილო, მაგით საბოლოო ჯამში, რამე შეგეცვლება? ხომ არაფერი შეგეცვლება და მოცემულობაც იგივე გექნება,“ - ამბობს დაუშვილი.