ხმაური პარლამენტში - "ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცესკოში ერთადერთი ოპოზიიციური კვოტა და თანამდებობა გაუქმდება. გარდა ამისა, ცესკოს საკითხებში ვეღარც საქართელოს პრეზიდენტი ჩაერევა.
სხდომა ხმაურიანი იყო. "ქართული ოცნება" წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ხელისუფლებას ახლა მოახლოებული არჩევნების ეშინია. "ლელოს" წევრის თქმით, სწორად ამიტომ იღებენ ისინი უსამართლო გადაწყვეტილებებს.
ანა ნაცვლიშვიმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს ასევე ვენეციის კომისიის დასკვნიდან სიტყვა სიტყვით ამოუკითხა უმწვავესი შეფასებებიც.
ერთადერთი რამე იხილება დღეს საქართველოს პარლამენტის დარბაზში: არის ხელისუფლება მზად, შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და შესაბამისად, გადაიყვანოს საქართველო შემდეგ ეტაპზე, თუ არა. დღეს ამ დარბაზში ჩვენ მოვისმინეთ უკვე პასუხი: ხელისუფლება აცხადებს უარს, შეასრულოს 9-დან ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაცია. მუხლობრივი და პუნქტობრივი განხილვა, ეს არის თვალის ახვევამ თითქოს ტექნიკურ თემებზეა საუბარი. აქ არის საუბარი სამართლიან თამაშის წესებზე, სამართლიან კონკურენაციაში შესვლაზე საარცევნო პროცესში, რომლისაც თქვენ გეშინიათ, - თქვა ნაცვლიშვილმა.
თავის მხრივ, "ქართულმა ოცნებამ" "ლელო" ენმ-თან კოალიციაში დაადანაშაულა.
"ლელოს" ფუნქცია არის პირდაპირ პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქცია, რომ აეფაროს "ნაციონალურ მოძრაობას" და შეასრულოს ის სიტაუციური როლი, რომელსაც დღეს ითავსებს. აგერ, ამ ტრიბუნიდანაცა გამოჩნდა, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.