ზელენსკიმ ზალუჟნისა და ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვალერი ზალუჟნისა და კირილო ბუდანოვს უკრაინის გმირის წოდება მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება გამოქვეყნდა უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ საიტზე.
როგორც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განკარგულებაშია აღნიშნული, გმირის წოდება ზალუჟნიმ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვასა და უკრაინელი ხალხის სამსახურში გამოჩენილი პირადი მიღწევებისთვის მიიღო.
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურის მეთაურს, გენერალ-ლეიტენანტ კირილო ბუდანოვს კი ორდენი გადაეცა "უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისას გამოჩენილი პიროვნული გამბედაობისა და გმირობისთვის".