"ხელისუფლება აცხადებს უარს, შეასრულოს 9-დან ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაცია' - ნაცვლიშვილის სიტყვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

09.02.24 16:02
"ხელისუფლება აცხადებს უარს, შეასრულოს 9-დან ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაცია' - ნაცვლიშვილის სიტყვას პარლამენტში ხმაური მოჰყვა

ხმაური იყო ცოტა ხნის წინ პარალმენტში, სადაც დეპუტატები საარჩევნო კოდქსში შეტანა ცვლილებებს განიხილავდნენ. "ქართული ოცნება" წყობიდან მას შემდეგ გამოვიდა, რაც ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის ტრიბუნიდან თქვა, რომ ხელისუფლებას ახლა მოახლოებული არჩევნების ეშინია. "ლელოს" წევრის თქმით, სწორად ამიტომ იღებენ ისინი უსამართლო გადაწყვეტილებებს.

ანა ნაცვლიშვიმა "ქართული ოცნების" დეპუტატებს ასევე ვენეციის კომისიის დასკვნიდან სიტყვა სიტყვით ამოუკითხა უმწვავესი შეფასებებიც. 

ერთადერთი რამე იხილება დღეს საქართველოს პარლამენტის დარბაზში: არის ხელისუფლება მზად, შეასრულოს ევროკავშირის რეკომენდაციები და შესაბამისად, გადაიყვანოს საქართველო შემდეგ ეტაპზე, თუ არა. დღეს ამ დარბაზში ჩვენ მოვისმინეთ უკვე პასუხი: ხელისუფლება აცხადებს უარს, შეასრულოს 9-დან ერთ-ერთი საკვანძო რეკომენდაცია. მუხლობრივი და პუნქტობრივი განხილვა, ეს არის თვალის ახვევამ თითქოს ტექნიკურ თემებზეა საუბარი. აქ არის საუბარი სამართლიან თამაშის წესებზე, სამართლიან კონკურენაციაში შესვლაზე საარჩევნო პროცესში, რომლისაც თქვენ გეშინიათ, - თქვა ნაცვლიშვილმა. 

მსგავსი სიახლეები