"ლელოს" ფუნქციაა პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქცია - თალაკვაძე
"ლელოს" ფუნქციაა პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქცია - არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციური პარტია ენმ-თან კოალიციაში დაადანაშაულა. არჩილ თალაკვაძის გაღიზიანება ანა ნაცვლიშვილის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელმაც თქვა, რომ ხელისუფლებას მოახლოებული არჩევნების ეშინია და სწორედ ამიტომ ცდილობს, საარჩევნო კოდქსში ცვლილებები შეიტანოს.
"ლელოს" ფუნქცია არის პირდაპირ პოლიტიკური ლეღვის ფოთლის ფუნქცია, რომ აეფაროს "ნაციონალურ მოძრაობას" და შეასრულოს ის სიტაუციური როლი, რომელსაც დღეს ითავსებს. აგერ, ამ ტრიბუნიდანაცა გამოჩნდა, - თქვა არჩილ თალაკვაძემ.
"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს მხარი მეორე მოსმენით დაუჭირა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ცესკოში ერთადერთი ოპოზიიციური კვოტა და თანამდებობა გაუქმდება. გარდა ამისა, ცესკოს საკითხებში ვეღარც საქართველოს პრეზიდენტი ჩაერევა.