ეს არის ღია ალიანსი ზურაბიშვილსა და "ნაცმოძრაობას" შორის - კობახიძე სააკაშვილის ინიციატივაზე

09.02.24 16:29
ეს არის ღია ალიანსი ზურაბიშვილსა და "ნაცმოძრაობას" შორის - კობახიძე სააკაშვილის ინიციატივაზე

ეს არის ღია ალიანსი ზურაბიშვილსა და "ნაცმოძრაობას" შორის - ასე აფასებს ახალი პრემიერი ირაკლი კობახიძე მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას.

კობახიძის თქმით, საარჩევნოდ ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების არანაირი შანსები არ აქვს.

ეს არის ღია ალიანსი, რომელიც არის სალომე ზურაბიშვილსა და ნაციონალურ მოძრაობას შორის. სალომე ზურაბიშვილმა პრაქტიკულად დააანონსა ახალი პარტიის შექმნა და დააანონსა ალიანსი კოლექტიურ ნაცმოძრაობასთან. ეს არის მათი პოლიტიკური დღის წესრიგი. არც ისე არც ასე ამ პოლიტიკურ ძალას წარმატების შანსები არ აქვს. ეს არის ჩემი პოზიცია.

მიხეილ სააკაშვილი სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ პლატფორმას პოზიტიურად აფასებს და ურჩევს, რომ უფრო მეტი ადამიანი ჩაერთოს ამ პროცესში. სააკაშვილი პრეზიდენტს ურჩევს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩაერთოს პლატფორმის ფორმატში და სთავაზობს, რომ რუსთაველის გამზირი გამოიყენოს საზოგადოებასთან შესახვედრად და ინიციატივების გასაცნობად. 

მსგავსი სიახლეები