თავდასხმა NGO-ბზე - სარჯველაძის თქმით, პაპუაშვილმა პრობლემატიკა უნაკლოდ გადმოსცა
შალვა პაპუაშვილის თავდასხმა NGO-ბზე - "ოცნების" წევრის, მიხეილ სარჯველაძის თქმით, პარლამენტის თავმჯდომარემ ძირითადი პრობლემატიკა უნაკლოდ გადმოსცა.
უნაკლოდ არის გადმოცემული ძირითადი პრობლემატიკა, რაც დაკავშირებულია არასამთავრობო სექტორის საქმიანობასთან, დაწყებული იქიდან, რომ მაგალითად არასამთავრობო სექტორის და სამოქალაქო საზოგადოების აღრევა და გაიგივება ხდება და ეს მცდარი შეხედულებაა, აქედან დაწყებული, დამთავრებული თუნდაც გამჭვირვალობის საჭიროებაზე საუბრით. საერთოდ დარღვეულია ამ შემთხვევაში სხვაობა პოლიტიკურ აქტივობასა და სამოქალაქო აქტივობას შორის", - ამბობს სარჯველაძე.
შალვა პაპუაშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგ. პარლამენტის თავმჯდომარე საარჩევნო საკითხებზე მომუშავე NGO-სგან გამჭირვალობას ითხოვს. პაპუაშვილი, რომელიც რუსული კანონის ერთ-ერთი მხარდამჭერი იყო ფიქრობს, რომ გავლენიანი ორგანიზაციები უცხოეთიდან ფინანსდებიან, ეს ფინანსები კი მისთვის კითხვებს აჩენს. პაპუაშილი ამტკიცებს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკურ პარტიებზე მეტად მდირდნებიან.