ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში, ერთი და იგივე შედეგია - მაჭარაშვილი

09.02.24 17:17
ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში, ერთი და იგივე შედეგია - მაჭარაშვილი

"ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში ერთი და იგივე შედეგია," - ამ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი აკეთებს.

მაჭარაშვილი ასე ეხმაურება მიხეილ სააკაშვილის მხრიდან სალომე ზურაბიშვილისადმი მიმართვას, რომ ევროპული პლატფორმა გაფართოვდეს, უფრო მეტმა ადამიანმა მიიღოს მონაწილეობა და პროცესებმა ათონელის რეზიდენციიდან რუსთაველის გამზირზე გადაინაცვლოს. 

რაც შეეხება, სააკაშვილის განცხადებას, რომ ის ენმ-ს პოლიტიკური აქტივობის კომიტეტს სათავეში ჩაუდგება და ბორდს უხელმძღვანელებს, ამასთან დაკავშირებით მაჭარაშვილი ამბობს, რომ მესამე პრეზიდენტს ამომრჩევლის მხარდაჭერაც აღარ აქვს. 

ხან ბორდი დაანონსა სააკაშვილმა, ხან ვივა მედში პოლიტსაბჭო, რაზეც თავისივე მხარდამჭერებმა უთხრეს უარი. უნდა შეეგუოს პატიმარი სააკაშვილი, რომ უკვე აღარავის აღარ სჭირდება, მათ შორის არც თავის მხარდამჭერებს. ჯერ ერთი, ის დააკონკრეტოს ნაცმოძრაობის რომელი ბორდის თავმჯდომარეობა უნდა - რომელი ნაცმოძრაობა - გვარამიას ნაცმოძრაობა, ხაბეიშვილის ნაცმოძრაობა, მელიას ნაცმოძრაობა თუ რომელი, თუ ეს არ იცის, ჯერ კონსულტაციები გაიაროს. მხიარულად წაიყვანს, როგორც ჩანს, წინასაარჩევნო კამპანიას სააკაშვილი.
ზურაბიშვილი გინდ შეიტანე ადმინისტრაციაში, გინდ გამოიტანე ქუჩაში ერთი და იგივე შედეგია,“ - ამბობს მაჭარაშვილი.

 

მსგავსი სიახლეები