"არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ ვაპირებთ" - "ევროპული საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

09.02.24 17:28
"არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ ვაპირებთ" - "ევროპული საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან

"ევროპული საქართველოს" ლიდერები პრეზიდენტს ხვდებიან. ათონელის სასახლეში არიან გიგა ბოკერია, გიგი წერეთელი და თამარ ჩერგოლეიშვილი. 

გიგა ბოკერიას თქმით, პრეზიდენთან არანაირ გაერთიანებაზე საუბარს არ აპირებს, რადგან ოპოზიციონერის განცხადებით, გაერთიანება კი არა საზოგადოების ნდობის მოპოვებაა ახლა მთავარი.

მთელი ეს საუბრები, რომ კარგია ერთობა, არის ჰაერის გამოშვება უბრალოდ და მხოლოდ საზიანოა, მითუმეტეს იმ ხალხისგან, რომლებიც თიტქოს შინაარსით ერთმანეთისგან არაფრით განსხვავდება, ყველა არის სააკაშვილის ქოლგის ქვეშ და მაინც ცალ-ცალკე უნდათ ყოფნა. 

არანაირ გაერთინებაზე საუბარს არ ვაპირებ! გაერთიანება კი არა საზოგადოების ნდობის მოპოვებაა მთავარი. ისე, შესაკრეთა გადაადგილებით ჯამი არ იცვლება. ჩვენ ვიყავით კოორდინაციის ინიციატორები, იქ სადაც ეს მიგვაჩნდა პრაგმატულად საჭიროდ და ამას და დაუპირისპირდა "ნაციონალური მოძრაობა", "ლელო". იგივე ხალხი ლაპარაკობს გაერთიანებაზე, რაც არის ხშირ შემტხვევაში მხოლოდ ტყუილი და ფარისევლობა",- ამბობს გიგა ბოკერია. 

ახალი ევროპული კამპანიის ფარგლებში, პრეზიდენტი ყველას ორ საკითხზე ესაუბრება: პირველი 2024 წლის გადამწყვეტი არჩევნებია, მეორე კი ევროპული რეკომენდაციების შესრულების აუცილებლობა.  

 

 

მსგავსი სიახლეები