რამდენიმე გასროლა და 4 მოკლული - სისხლიანი შურისძიება რუსთავის "სტამბოლის ბაზარში"
რამდენიმე გასროლა და ოთხი მოკლული - რუსთავში, ე.წ სტამბოლის ბაზარი დღეს სისხლიანი შურისძიების ეპიცენტრად იქცა. ყასაბი, რომელმაც ფსიქიატრიული კლინიკის პაციენტი იყო, ბაზარში იარაღით შევვარდა. მოკლა საკუთარი ბიძა და კიდევ სამი ადამიანი. სიკვდილს სასწაულით გადაურჩა ბიძაშვილი, რომელიც ამ დრომდე მძიმე მდგომარეობაში საავადმყოფში რჩება. გასროლის შემდეგ 35 წლის კაცი გაიქცა, იარაღი სამარშრუტო ტაქსების გაჩერებასთან დააგდო, იქვე მდებარე აფთიაქში შევიდა და თანამშრომლებს უთხრა, რომ პოლიცია გამოეძახათ.
წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის მოტივი შურისძიება გახდა. დაკავებული კაციც სტამბოლის ბაზარში მუშაობდა. კონფლიქტი მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძამ ის ობიექტიდან გაუშვა. სავარაუდო დამნაშვემ კი ანგარიშსწორება ნათესავებზე ამ ფორმით დაგეგმა.
"პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ ორი თვით ადრე გიორგი ორველაშვილმა საკუთარი სახლი გადაწვა. ფაქტის შესახებ იცოდა პოლიციამაც, თუმცა კაცი თვეების მანძილზე თავისუფლად გადადგილდებოდა. რატომ არ იმოქმედეს სამართალდამცველებმა და იყო თუ არა მიზანშეწონილი ფსიქიატრულიდან მამაკაცის გარეთ გამოშვება? 4 კაცის მკვლელობასა და ერთი დაჭრის ფაქტზე დაკავებულს უვადო პატიმრობა ემუქრება.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.