მთავრობის ადმინისტრაცია დიდი ცვლილებების მოლოდინშია - ვინ რა თანამდებობას დაიკავებს და სად გაუშვებენ?

09.02.24 20:16
მთავრობის ადმინისტრაცია დიდი ცვლილებების მოლოდინშია -  ვინ რა თანამდებობას დაიკავებს და სად გაუშვებენ?

 

 

მთავრობის ადმინისტრაცია დიდი ცვლილებების მოლოდინში - ღარიბაშვილის კადრები პოსტებს ტოვებენ. ერთ-ერთი პირველი მთავრობის სტრატკომის ხელმძღვანელია, რომელიც უკვე ოფიციალურად ჩანააცვლეს. რიგში დგანან ადმინისტრაციის უფროსი და მრჩეველთა მთელი გუნდი, რომელიც პარლამენტიდან ინგოროყვას ქუჩაზე იმიტომ გადაიყვანეს, რომ რუსულ კანონს არ დაუჭირეს მხარი. მაშინ ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებული დეპუტატები ღარიბაშვილმა შეიფარა, თუმცა, როგორც ირკვევა, მხოლოდ დროებით. 

რევაზ ჯაველიძე, ვლადიმერ ჩაჩიბაია, ნინო იობაშვილი, ირაკლი სესიაშვილი - მათი ბედი ამ წუთებში წყდება. კობახიძე დილიდან  მის ახალ კაბინეტშია და ახალ გუნდს ამზადებს ადმინისტრაციის დასაკომპლექტებლად. ვინ რა თანამდებობას დაიკავებს და სად გაუშვებენ დღემდე  ღარიბაშვილის მფარველობის ქვეშ მყოფ მაღალჩინოსნებს, ეს სამ დღეში  გახდება ცნობილი.

ირაკლი კობახიძე დროს ორშაბათამდე ითხოვს, როდესაც ახალ გუნდსაც წარადგენს და პრემიერ-მინისტრის რანგში პირველ მთავრობის სხდომასაც უხელმძღვანელებს.

ვრცლად ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები