რა როლი ექნება ენმ-ში და რას ურჩევს ზურაბიშვილს? - სააკაშვილი მოქმედებაზე გადადის
სააკაშვილი მოქმედებაზე გადადის. პატიმარი პრეზიდენტი საკუთარ თავზე "ნაციონალური მოძრაობის" ბორდის ხელმძღვანელობას იღებს. ეს კი ნიშნავს, რომ ის არა მხოლოდ შიდა პარტიულ, არამედ ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად ჩაერთვება.
უკვე დაანონსებულია ხმების მცველის სკოლის გახსნა, სადაც ათასობით ადამიანის მომზადება იგეგმება. ასე აპირებს მესამე პრეზიდენტი 500 ათასი მოპარული ხმის დაბრუნებას. "წინასწარ გაყალბებულ ხმებს ხელიდან გაგაგდებინებთ" - მიმართავს სააკაშვილი ოცნებას, რომელსაც მძიმე შემოდგომას უანონსებს.
სააკაშვილის მიმართვის ერთ-ერთი ადრესატი დღესაც სალომე ზურაბიშვილი იყო. ყოფილი პრეზიდენტი მოქმედს ქუჩაში გამოსვლისკენ მოუწოდებს. "მის ადგილას რომ ვიყო სახლის პლატფორმას გადმოვიტანდი ქუჩაში" - ამბობს სააკაშვილი, რომელიც სრულად იზიარებს სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ ახალ ევროპული ერთიანობის ინიციატივას, თუმცა პროცესების რუსთაველის გამზირზე გადატანისკენ მოუწოდებს. პატიმარი პრეზიდენტი თვლის, რომ ახლა ლაპარაკის და დისკუსიების დრო აღარ არის და მოქმედებაზე გადასვლაა საჭირო.
ვრცლად ნახეთ