ორბელიანიების სასახლე პოლიტიკური კონსულტაციების ეპიცენტრია - ვინ სტუმრობდა დღეს პრეზიდენტს და რაზე ისაუბრეს

09.02.24 20:27
ორბელიანიების სასახლე პოლიტიკური კონსულტაციების ეპიცენტრია - ვინ სტუმრობდა დღეს პრეზიდენტს და რაზე ისაუბრეს

 

 

შედგება თუ არა მელია გვარამიას ერთობა - ეს კითხვა ჯერ პასუხგაუცემელია, თუმცა "პირველების" ინფორმაციით, არსებობს კვლევა, რომლის მიხედვითაც ორმა ნიკამ ცალ-ცალკე რომ მიიღონ არჩევნებში მონაწილეობა უფრო მეტი ხმების აღების შანსი აქვთ, ვიდრე ერთად. არ არის გამორიცხული, საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს პოლიტიკოსებმა საზოგადოებრივი აზრის კვლევითაც იხელმძღვანელონ. მელია კონსულტაციებს სხვა პოლიტიკურ ძალებთან ადასტურებს, თუმცა მეტს არ ამბობს. 

ნიკა მელია დღეს ათონელის რეზიდენციაში ყველაზე ადრე მივიდა. ამბობს, რომ მისი და ზურაბიშვილის ხედვები ქვეყნის ევროპულ მომავალთან დაკავშირებით იდენტურია. შემდეგ პრეზიდენტთან კონსულტაციებზე ალეკო ელისაშვილი და "ევროპული საქართველოს" ლიდერებიც იმყოფებოდნენ.

ორბელიანების სასახლე დღითი დღე აქტიურდება.  პოლიტიკოსებთან ერთად დღეიდან სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრები სამოქალაქო სექტორთანაც დაიწყო.

ვრცლად ნახეთ ნანუკა ქაჯაიას რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები