სრული კონტროლი ცესკოზე - "ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილელები მეორე მოსმენით მიიღო

09.02.24 20:38
სრული კონტროლი ცესკოზე - "ოცნებამ" საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილელები მეორე მოსმენით მიიღო

 

 

კიდევ ერთი ხმაურიანი განხილვა პარლამენტში და ევროკავშირის კიდევ ერთი მოთხოვნა, რომლის შესრულებაზეც "ქართული ოცნება" უარს ამბობს - ცენტრალური საარჩევნო კომისია, პრაქტიკულად, პარტიულ ორგანოდ ჩამოყალიბდა. საარჩევნო ადმინისტრაციის პროცესებიდან პრეზიდენტი სრულად გარიყეს. მისი ფუნქციები პაპუაშვილმა გადაიბარა.  

ამას კი წინ უძღოდა კიდევ ერთი ცვლილება. ოპოზიციას  ის ერთადერთი კვოტაც ჩამოართვეს, რომელიც უწყებაში ჰქონდა. პოლიტიკური შურისძიების მთავარი სამიზნე ისევ "ლელო" აღმოჩნდა, რომლის წარმომადგენელსაც ცესკოში თანამდებობა საერთოდ გაუუქმეს.

ოპოზიცია ამბობს, რომ გადამწყვეტი არჩევნების წინ "ოცნებამ" საარჩევნო ადმინიტრაციის სრულად მიტაცება გადაწყვიტა. მწვავე კრიტიკის და წინააღმდეგობის მიუხედავად, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები უმრავლესობამ მეორე მოსმენით მიიღო.

ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები