რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ "ოცნება" ისევ არასამთავრობოების კონტროლს ცდილობს - სამიზნე არჩევნებზე მომუშავე ორგანიზაციებია
რუსული კანონის ჩავარდნის შემდეგ ხელისუფლება ისევ არასამთავრობო სექტორის კონტროლის მცდელობას იწყებს. ორგანიზაციებზე თავდასხმა დღეს პარლამენტის თავმჯდომარემ გააახლა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ შალვა პაპუაშვილი ორგანიზაციების დაფინანსების წარმომავლობის საკითხს ისევ დაუბრუნდა. პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ზოგიერი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც უცხოური წყაროებიდან ფინანსდება, ძალიან გამდიდრდა, ამიტომ აუცილებელია მათი დაფინანსება გამჭვირვალე იყოს.
პაპუაშვილის და შესაბამისად, "ქართულ ოცნების" განსაკუთრებული თავის ტკივილი არჩევნების საკითხზე მომუშავე ორგანიზაციები არიან, ამიტომ პარლამენტის თავმჯდომარემ მიზანში სწორედ ისინი ამოიღო.
ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.