განსხვავებით ივანიშვილისა, სააკაშვილი არასდროს ყოფილა არაფორმალური მმართველი - ვაშაძე

09.02.24 21:57
განსხვავებით ივანიშვილისა, სააკაშვილი არასდროს ყოფილა არაფორმალური მმართველი - ვაშაძე

იყო თუ არა წლების განმავლობაში მიხეილ სააკაშვილი ენმ-ის არაფორმალური მმართველი? - პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი, გიორგი ვაშაძე "პოლიტიკური ამბების" ეთერში ამბობს, რომ განსხვავებით ქართველი ოლიგარქისა, რომელიც პოლიტიკურ პროცესებში არაპირდაპირ იყო ჩართული და საკუთარ პარტიას კულისებიდან მმართავდა, საქართველოს მესამე პრეზიდენტს არასდროს განუცხადებია, რომ იგი "ნაციონალურ მოძრაობას" არ ეკუთვნოდა.

ოპოზიციონერი დეპუტატი "გამარჯვების კოალიციის" ბორდის თავმჯდომარედ პუტინის ტყვეობაში მყოფი სააკაშვილის დანიშვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ მიღებული გადაწყვეტილება მართებული იყო, რადგან ამით საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საზოგადოებასა და საკუთარ კოლეგებს დაანახა, რომ მზად არის, იბრძოლოს გამარჯვებისთვის.

არც "ნაციონალურ მოძრაობას" და არც სააკაშვილს არასდროს არ უთქვამს, რომ ჩვენ სხვადასხვა ვართო. არც ის უთქვამთ, რომ მიხეილ სააკაშვილი არ იღებს მონაწილეობას გადაწყვეტილებებში. განსხვავებით "ქართული ოცნებისა", რომელიც მუდმივად იტყუებოდა. სამი წელი იტყუებოდნენ, რომ ივანიშვილს არაფერი კავშირი არ ჰქონდა "ოცნებასთან". მიხეილ სააკაშვილი არასდროს არ ყოფილა არაფორმალური. მოქალაქეობა რომ არ აქვს, ესეც ხომ ამ ქვეყნის უსამართლობაა. მისცეს სალომე ზურაბიშვილმა. მიშა არასდროს არ დამალულა და არ უთქვამს, მე არ ვარ "ნაციონალური მოძრაობა", ან არ ვარ "ნაციონალურ მოძრაობაში", განსხვავებით ბიძინა ივანიშვილისგან, რომელიც ტყუილებს გვიყვებოდა, რომ კობახიძე-ღარიბაშვილი იღებს გადაწყვეტილებას და თვითონ არაფერ შუაშია", - ამბობს ვაშაძე.

მსგავსი სიახლეები