"კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს, ჩვენს რთულ დროს" - ილია II კობახიძეს ულოცავს

09.02.24 22:53
"კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს, ჩვენს რთულ დროს" - ილია II კობახიძეს ულოცავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრობის თანამდებობაზე დანიშვნას ულოცავს.

იგი ახალ პრემიერს წარმატებას უსურვებს და იმედოვნებს, რომ  მისი მოღვაწეობის პერიოდი ქვეყნის მომავალზე დადებითად აისახება.

მის აღმატებულებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს,

ბატონო ირაკლი, გულითადად გილოცავთ საქართველოს პრემიერ-მინისტრად დანიშვნას.

კარგად მოგეხსენებათ, ეს მეტად საპატიო თანამდებობაა და, ამასთან, დიდი პასუხისმგებლობაც, მით უმეტეს, ჩვენს რთულ დროს.

ინებოს ღმერთმა, თქვენი მოღვაწეობა იყოს მშვიდობის, კეთილდღეობისა და შემდგომი წარმატებების მომტანი საქართველოსთვის.

გისურვებთ ღვთის მფარველობასა და შეწევნას ჩვენი ერისა და ქვეყნის სამსახურად", – აღნიშნულია პატრიარქის მილოცვაში.

მსგავსი სიახლეები