"უკვე გადაწყვეტილია, რომ გურწიევი გახდება ჩვენი რაიონის პროკურორი"- ტატუნაშვილის მწამებელი ახალგორში ბრუნდება

10.02.24 11:32
"უკვე გადაწყვეტილია, რომ გურწიევი გახდება ჩვენი რაიონის პროკურორი"- ტატუნაშვილის მწამებელი ახალგორში ბრუნდება

 

არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობასა და წამებაში ბრალდებულ კაცს საოკუპაციო რეჟიმი, სავრაუდოდ, პროკურორად ნიშნავს. დავით გურწიევი ახალგორში საგანგებო მისიით იგზვანება. ამ ინფორმაციას "ანტისაოკუპაციო მოძრაობა" აქვეყნებს.

ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტს თამარ მეარაყიშვილს, რომელმაც წლები შინაპატიმრობაში გაატარა, ეჭვი აქვს, რომ გურწიევს ოკუპირებული ახალგორის მოსახლეობის დასატერორებლად უშვებენ. 

დავით გურწიევს ამზადებენ, უკვე გადაწყვეტილია, რომ ის გახდება ჩვენი რაიონის პროკურორი. გურწიევი, ვინც არ იცის, ის დაუსწრებლად არის გასამართლებული არჩილ ტატუნშვილის მკვლელობის საკითხზე. ამ ტრაგიკული გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე ასეთი სიურპრიზი მოგვიმზადეს", - ამბობს თამარ მეარაყიშვილი.

გურწიევს არჩილ ტატუნაშვილის წამება ედება ბრალად. ჩადენილი დანაშაული 12-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ტატუნაშვილის საქმეზე გურწიევს მცხეთის რაიონულმა სასამართლომ დაუსწრებლად სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა.

კიდევ ერთი რეზონანსული საქმე, რომელიც გურწიევს უკავშირდება, დავით ბაშარულის საქმეა. საბინაო კომუნალური მეურნეობის 18 წლის მუშაკი შსს-ს ადგილობრივ განყოფილებაში დაკითხვის შემდეგ გაუჩინარდა. მილიცია მაშინ ერთ-ერთი მოსახლის ფარდულიდან რამდენიმე ქილა მწნილის მოპარვის საქმეს იძებდა. ახალგაზრდას ნახევარი წლის განმავლობაშ ვერ პოულობდნენ, რის შემდეგაც საქმეში ქართული პოლიცია ჩაერთო. 2015 წლის თებერვალში კი დავით ბაშარულის ცხედარი მშობლიურ დოლიანში, ხეზე ჩამოკიდებული ნახეს. მომხდარის ოფიციალურ ვერსიად თითმვკლელობა დასახელდა.

არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევის მსგავსად, ბაშარულის ცხედარიც ექსპერტიზაზე რუსეთში გაიგზავნა, რის შემდეგაც ის ქართულ მხარეს გადაეცა. 

საქართველოს გამოძიებამ ბაშარულის ოჯახის წევრების ვარაუდი დაადასტურა და თქვა, რომ ახალგაზრდას თავი არ მოუკლავს. 

მსგავსი სიახლეები