"რისთვის დასაჯეთ ღარიბაშვილი?"- დუმილის რეჟიმში მყოფი ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდა

10.02.24 13:04
"რისთვის დასაჯეთ ღარიბაშვილი?"- დუმილის რეჟიმში მყოფი ივანიშვილი საჯაროდ გამოჩნდა

რისთვის დაისაჯა ირაკლი ღარიბაშვილი და ემსახურებოდა თუ არა ყოფილი პრემიერის თანამდებობის დატოვება მის კორუფციულ გარიგებებს, რომელზეც "შაბათის" ეთერი არაერთხელ ყვებოდა? - ბიძინა ივანიშვილი "პირველების" შეკითხვებს დუმილით პასუხობს.

ოლიგარქი ასევე ამ დრომდე დუმილით პასუხობს პრეზიდენტის შეკითხვებს, თუ რა ნიშნით შეირჩა ახალი პრემიერი და რატომ გაუშვეს ძველი. 

დუმილის რეჟიმში მყოფი ოლიგარქი საჯაროდ დღეს გამოჩნდა. ივანიშვილი მეუღლესთან ერთად ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე მივიდა. თუმცა რჩება განცდა, რომ პოლიტიკაში მესამედ შემობრუნებული ოლიგარქი, ერთ დროს რჩეულ პრეზიდენტობის კანდიდატთან დაპირისპირებაში შესვლას თავს მაქსიმალურად არიდებს. 

შეკითხვები ბიძინა ივანიშვილს "პირველების" ჟურნალისტმა დაუსვა, თუმცა "ოცნების" საპატიო თავმჯდომარისგან პასუხი ვერც ერთ კითხვაზე ვერ მიიღო.

ოლიგარქმა ქაშუეთის ეკლესიის ეზო უკვე დატოვა.

მსგავსი სიახლეები