ყველა ზომას მივიღებთ კომპენსაციებსა და განსახლებასთან დაკავშირებით, ვიზრუნებთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე -კობახიძე ნერგეეთის ტრაგედიაზე

10.02.24 14:38
ყველა ზომას მივიღებთ კომპენსაციებსა და განსახლებასთან დაკავშირებით, ვიზრუნებთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე -კობახიძე ნერგეეთის ტრაგედიაზე

ბაღდათის მუნიციპალიტეტში ჩასული პრემიერ-მინისტრი უსამძიმრებს ნერგეეთში, სტიქიის შედეგად დაღუპულ პირთა ოჯახის წევრებს და ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა პრევენციისთვის ყველანაირ ზომას მიიღებს.

კობახიძის თქმით, სტიქიის ზონაში მიმდინარე გაწმენდითი სამუშაოები უახლოეს დღეებში დასრულდება.

ყველა ზომა იქნება მიღებული, სადაც არის განსახლება საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც მიიღებს ხელისუფლება ზომებს. კომპენსაციები სადაც არის საჭირო, ამასთან დაკავშირებითაც იქნება ზომები მიღებული. სამუშაოები სტიქიის შედეგების დღეს, ხვალ დასრულდება. საკმაოდ სწრაფი ტემპით მიმდინარეობა ეს ყველაფერი. ვუსამძიმრებ კიდევ ერთხელ სოფლის მოსახლეობას.

ყველაფერი გაკეთდება სამომავლოდ იმისთვის, რომ მაქსიმალურად ვიზრუნოთ ასეთი შემთხვევების პრევენციაზე. რა თქმა უნდა, ვერავითარი ზომა ვერ იქნება პანაცეა. რაც შეეხება მეტად უნდა გაფართოვდეს ეს სისტემები, დაკვირვების, გაფრთხილების სისტემები. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, სადაც იქნება შესაძლებელი პრევენცია, იქ მაქსიმალური ზომები უნდა იყოს მიღებული", - თქვა კობახიძემ.

ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მინისტრთა კაბინეტის წარმომადგენლებთან ერთად ჩავიდა. 

ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა. 

მსგავსი სიახლეები