"ორი წელი ვიხვეწებოდი გამიშვით-თქო" - რა გაუმხილა ჯუანშერ ბურჭულაძემ "პირველებს"
ირაკლი ღარიბაშვილთან ერთად ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა თავდაცვის გადაყენებული მინისტრი. ჯუანშერ ბურჭულაძე დღეს პირველად "პირველებს" ეუბნება, რომ თანამდებობიდან გაშვებას ორი წელი იხვეწებოდა.
საროტაციო ვადა არის ოთხი წელი. მე სამი სამსახური შევიცვალე და სამივე სამსახურში 4 წელიწად ნახევარი ვიმუშავე და ვფიქრობ, რომ ადამიანი ან ვითარდება, ან დეგრადირდება, სხვა სიტუაცია არ არსებობს. ძალიან დიდი ხანი ვიმუშავე თავდაცვის უწყებაში. მე ვთქვი, რომ ოთხ წელიწად ნახევარი არის ის ვადა, რაც უნდა იყოს საკმარისი იმისთვის, რომ შენი რეფორმებით თუ შენი ხელი, შენი მენეჯმენტი უნდა დაატყო უწყებას. მე კი არ დამატოვებინეს, ორი წელი ვიხვეწებოდი გამიშვით-თქო. ბოლო ერთი წელი თხოვნაც მქონდა, რომ დამეტოვებინა თანამდებობა. პრემიერს ვთხოვე", - ამბობს ჯუანშერ ბურჭულაძე.