"შენი თანამშრომელი სამინისტროში ამოიპარა, ჰკითხე, გასწავლის გზას" - აზარაშვილი "პირველების" ჟურნალისტს
რატომ დუმს თქვენი ლიდერი და რატომ არ პასუხობს საქართველოს პრეზიდენტის კითხვებს სამთავრობო ცვლილებეთან დაკავშირებით? - "პირველების" მიერ დასმულმა კითხვამ ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ისე გააღიზიანა, რომ წლების წინ მომხდარი შემთხვევაც კი გაიხსენა და "ტვ პირველის" გადამღებ ჯგუფს ჩვენი ჟურნალისტის სამინისტროში აპარვის ამბავი წამოაძახა.
ამ იდიოტურ კითხვებს ვინ გიწერთ? არ გყავთ პატრონი? მოხვედი და არ გაგეცი პასუხი? შენი თანამშრომელი საერთოდ ამოიპარა სამინისტროში. ჰკითხე და გასწავლის, როგორ შემოიპარა", - თქვა აზარაშვილმა.
ზურაბ აზარაშვილი დღეს, ცოტა ხნის წინ ქაშუეთში, ვაჟა აზარაშვილის სამოქალაქო პანაშვიდზე იმყოფებოდა.