"კობახიძე რომ ჩამოვიდა მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რომ წავიდა გააჩერეს" - მოსახლეობა ქედაში პრემიერის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს

10.02.24 17:20
"კობახიძე რომ ჩამოვიდა მძიმე ტექნიკა მუშაობდა, რომ წავიდა გააჩერეს" - მოსახლეობა ქედაში  პრემიერის მხრიდან გულგრილობაზე საუბრობს

ქედაში, სტიქიის ზონაში ჩასული ირაკლი კობახიძე დაზარალებულ მოსახლეობას არ შეხვდა - ადგილობრივების თქმით, ახლადდანიშნულმა პრემიერმა მაღალმთიანი აჭარა ისე დატოვა, რომ ხულოში, რომელიც ასევე სტიქიის ეპიცენტრია, არც კი ჩასულა.

ქედის მაცხოვრებლები "პირველებს" უყვებიან, რომ ქედაში პრემიერის ჩასვლა ვერც კი იგრძნეს, რადგან მეწყრულმა პროცესებმა არაერთი სახლი გაანადგურა, თუმცა ამასთან დაკავშირებით კობახიძეს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია.

ხელისუფლების წარმომადგენელი ხარ, ხედავ ტექნიკას და ინტერესიც კი არ გაგაჩნია. შეაჩერე და გადახედე რა. ჩემი სახლი გზის პირზეა და მეწყერმა ჩაიტანა, მაგრამ პრემიერს არანაირი რეაგირება არ მოუხდენია. ასეთ დროს ხომ უნდა მოიკითხო, რა სიტუაციაა", - ამბობს ადგილობრივი.

მოსახლეობა ამბობს, რომ პრემიერის ვიზიტისთვის სოფლის ქუჩებში საგანგებოდ გაიყვანეს მძიმე ტექნიკა, რომელმაც მუშაობა მას შემდეგ შეწყვიტა, რაც კობახიძემ ტერიტორია დატოვა.

ეს ტექნიკა არ მუშაობს ახლა, რადგან შესვენებაზე არიან გასულები. ირაკლი კობახიძე რომ იყო ჩამოსული მუშაობდა. ირაკლი კობახიძის წასვლის შემდეგ გააჩერეს. ახლა უკვე დავამთავრეთ აქ მუშაობა", - თქვა ადგილობრივმა.

მსგავსი სიახლეები