დედა-შვილი ჩახუტებულები უნახავთ - ბაღდათში გლოვაა

10.02.24 20:48
დედა-შვილი ჩახუტებულები უნახავთ - ბაღდათში გლოვაა

ბაღდათში გლოვაა - ოღონდ გლოვის დღის გარეშე.  მიწისქვეშ ნაპოვნი ადამიანები ნათესავის სახლში გადაასვენეს. 

ერთ სახლში გია რობაქიძე და მისი სამი არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობდა - ტყუპი დები - ანა და ქეთი და უფროსი ძმა დავით რობაქიძე. მდინარის პირას, მთის ძირში,  მეორე სახლში მაია ჩეჩელაშვილი, მისი სტუდენტი შვილი ნია ჩეჩელაშვილი და განსაკუთრებული საჭიროების მონე ქალი. ტრაგედიის ღამეს ყველას ეძინა. 

მესამე სახლიც აქ მიწის ქვეშაა ახლა მოქცეული, სტიქიამდე იქ ხანდაზმული ქალი და მისი შვილი ცხოვრობდნენ.
მეოთხე სახლში, კიდევ ვერ ხვდებიან, როგორ გადაურჩნენ  სიკვდილს შვიდი თებერვლის ღამეს.  მთიდან წამოსულმა მიწის მასამ სოსელიების  სახლის მხოლოდ აივანი წაიღო. 

ბაღდათში ახლა უმძიმესი სურათია - სკოლის მოსწავლეები თანაკლასელ ტყუპებს და მის ძმას ემშვიდობებიან. 
იტალიიდან, ემიგრაციიდან დაბრუნებულმა დედამ შვილები და მეუღლე ნერგეეთიდან რამდენიმე კილომეტრში სოფელ დიმში ნათესავების სახლში გამოიგლოვა. როცა რომიდან ქუთაისისკენ მოფრინავდა დედამ ჯერ კიდევ არ იცოდა, რომ მისი შვილები ცოცხლები არ იყვნენ. ქალს შვლები რეანიმაციაში ეგონა.

როგორ მივედით ნერგეეთის ტრაგედიამდე - ვის ხელშია ჩვენი სიცოცხლე? - ნახეთ, ნატა ქაჯაიას სპეციალური რეპორტაჟი
 

მსგავსი სიახლეები