"ქართული ოცნების" პირობებში კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - გიორგი ბარამიძე

11.02.24 11:09
 "ქართული ოცნების" პირობებში კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა - გიორგი ბარამიძე

 "ქართული ოცნების" პირობებში კორუფცია და ნეპოტიზმი ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, - ასე ეხმაურება ენმ-ს წევრი გიორგი ბარამიძე შაბათის ეთერში გასულ სკანდალურ რეპორტაჟს. საქმე ეხება საგანაგებო სიტუაციების მართვის ხელმძღვანელის მიერ სხვადასხვა თანამდებობებზე საკუთარი ოჯახის წევრების და ახლობლების დასაქმებას.

ოპოზიციის წევრის თქმით, ივანიშვილის მიერ შექმნილი სისტემა, საბჭოთა კავშირის მსგავსად, სწორედ ნეპოტიზმსა და კორფუციაციაზე დაფუძნებული. მისი თქმით, ხელისუფლების წევრები კარგ პოზიციებსა და ხელფასებს საკუთარი გარემოცვისთვის იმეტებენ. 

რაც შეხება კორუფციის და ნეპოტიზმის ამ ფაქტებს, ეს უკვე ჩვეულებრივ მოვლენად იქცა, ისევე, როგორც ეს იყო თავის დროზე საბჭოთა კავშირის დროს. ეს მენტალიტეტი აქვს ბიძინა ივანიშვილს და მისი რეჟიმი, სისტემა სწორედ ამაზეა დაფუძნებული, რომ ეს ბანდა და მის გარშემო არსებული ადამიანები იყვნენ ყველაზე კარგ სამსახურში, მათთვის იყოს მაღალანაზღაურებადი ხელფასები, როგორც კობახიძის ცოლს ჰქონდა, მაგალითად, შექმნილი 4 ადამიანიანი სამსახური კანცელარიაში და 7 ათას ლარს იღებდა არაფრისთვის. აი, ეს თავისთვის მოიწყვეს, მთელი ეს სისტემა და ამ ადამიანების მეშვეობით უკვე აკონტროლებენ იმ დანარჩენ აბსოლუტურ უმრავლესობას ქართული საზოგადოებისა, - ამბობს გიორგი ბარამიძე. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეფი ნეპოტიზმშია ბრალდებული. სისტემიდან გამოტანილი ინფორმაციით, თემურ მღებრიშვილმა მეგობრები ნათესავები და ოჯახის წევრები, მის სამსახურში ან სხვა ძალოვან  უწყებაში დაასაქმა.  

მსგავსი სიახლეები