არადემოკრატიულ მმართველობაში ხეირობენ მხოლოდ ისინი, ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი - არმაზ ხვლედიანი

11.02.24 11:18
არადემოკრატიულ მმართველობაში ხეირობენ მხოლოდ ისინი, ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი - არმაზ ხვლედიანი

არადემოკრატიულ მმართველობაში ხეირობენ მხოლოდ ისინი, ვინც ხელისუფლების მიმართ ლოიალურად არიან განწყობილი, - ასე აფასებს პარლამენტის წევრი არმაზ ახვლედიანი შაბათის ეთერში გასულ ხმაურიან რეპორტაჟს. ოპოზიციის წევრის თქმით, არსებული ვითარების გამოსწორების ერთადერთი გზა, სამართლიანი არჩევნების გზით, ქვეყნის სათავეში კოალიციური ხელისუფლების მოსვლაა. 

არადემოკრატიული მმართელობისთვის ყველა დროში დამახასიათებელია ის, რომ მხოლოდ ისინი ხეირობენ, როგორც წესი, ვინც ამ მმართველობის მიმართ არის ლოიალურად განწყობილი, ვინც არაფერს აპროტესტებს, მათ უწევთ დაწინაურება, მათთვისაა პრივილეგიები. საუბედუროდ, ეს პრაქტიკაა თანამედროვე საქართველოში და ამ სიმახინჯის გასწორების ერთადერთი გზაა, დემოკრატიული არჩევნების გზით ნორმალური, კოალიციური, სამართლიანი მმართველობა საქართველოში, - ამბობს არმაზ ახვლედიანი. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის შეფი ნეპოტიზმშია ბრალდებული. სისტემიდან გამოტანილი ინფორმაციით, თემურ მღებრიშვილმა მეგობრები ნათესავები და ოჯახის წევრები, მის სამსახურში ან სხვა ძალოვან  უწყებაში დაასაქმა.   

მსგავსი სიახლეები